გიწვევთ მონაწილეობისთვის „მაჭახელის ადგილობრივი ბრენდის“ პირველი გამოცემის კონკურსში!
ერთად ვქმნით ბრენდს, რომელსაც სული აქვს – ფესვგადგმული ხეობის ტრადიციებსა და ბუნებაში.
მაჭახელის ხეობაში, წაბლის ტყეებსა და უძველეს ქვის ხიდებს შორის, იბადება ახალი იდეა – „მაჭახელის ადგილობრივი ბრენდი“ (Machakhela Products).
ეს მხოლოდ ლოგო ან ეტიკეტი არ არის – ეს გზაა იმის საჩვენებლად, რომ ხეობას აქვს თავისი განსაკუთრებული ხასიათი, პროდუქტები, ადამიანები და ისტორიები, რომლებიც ღირს გაცნობადია.