სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად

2018 წლის 31 აგვისტოს  პროექტის ,,სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად“, რომელსაც ახორციელებს პინი (People in Need Georgia) პარტნიორებთან: PMC კვლევით ცენტრთან, სოფლად თემთა განვითარების სააგენტოსთან (RCDA), ასოციაცია ,,ათინათთან“ და საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლად განვითარების ალიანსთან ერთად, ფარგლებში ასოციაცია შავი ზღვის ეკო აკადემია-მ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის  მერიის სააქტო დარბაზში ჩაატარა საჯარო შეხვედრა.

ქედას გაცვლითი ვიზიტით სომხური დელეგაცია სტუმრობდა

საერთაშორისო ორგანიზაცია ,,ოქსფამის" რეგიონული პროგრამის ,,თემების მდგრადობის ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიაში" ფარგლებში, დღეს ქედას გაცვლითი ვიზიტით სომხური დელეგაცია სტუმრობდა.

არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით განხორციელებულ არაერთ მნიშვნელოვან პროექტსა და გამოცდილებაზე სტუმრებს გამგებლის პირველი მოადგილე გურამ ბერიძე და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი ჯემალ ტაკიძე ესაუბრნენ.

ეკო რეგიონული კორიდორების პროგრამა კავკასიაში

WWF-ის პროექტ "ეკო რეგიონული კორიდორების პროგრამა კავკასიაში" ფარგლებში დაგეგმილ საგრანტო კონკურსში, თემებზე:

1) ირმისა და არჩვის ადგილსამყოფელის გამოვლენა და კონსერვაცია

2) საძოვრების მდგრადი გამოყენების პრაქტკის დანერგვა

გამარჯვებული ჯგუფის და პროგრამის ფარგლებში შექმნილი მუნიციპალური ჯგუფის წევრებს ჩაუტარდათ ტრეინინგი საპროექტო განაცხადის წერაზე. ტრენინგს ატარებდა ECF ეროვნული კოორდინატორი რუსუდან ჭოჭუა.

ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირების მსოფლიო დღე

„ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირების მსოფლიო დღესთან“ დაკაშირებით ოქსფამის პროგრამის ,,თემების მდგრადობის ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიაში" ფარგლებში ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში გაიმართა ღონისძიება სკოლის მოსწავლეებისთვის.    ღონისძიებაში მონაწილე 9- დან 14 წლამდე ასაკის მოსწავლეებმა მოამზადეს ნახატები რისკების შემცირების თემატიკის მიხედვით: -

DIPECHO  IV   გახსნის ღონისძიება

დღეს ბათუმში სატუმრო Divan Suites Batumi-ში, პროგრამის ‘’კატასტროფების რისკის შემცირების მხარდაჭერა ინსტიტუციებისა და მოწყვლადი თემების გასაძლიერებლად სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში ჩატარდა  DIPECHO  IV   გახსნის ღონისძიება, რომელიც დაფინანსებულია ევროკომისიის ჰუმანიტარული დახმარების და სამოქალაქო დაცვის გენერალური დირექტორატის (ECHO) მიერ.

გვერდები