პრესრეალიზი: შავი ზღვის აუზის თანამშრომლობითი პროექტი კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის მხარდამჭერი მდგრადი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის ხელშეწყობის მიზნით
საქართველოს, ქალაქ ბათუმში მდებარე შავი ზღვის ეკო-აკადემიამ, შავი ზღვის არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელთან (ბულგარეთი),გარემოსდაცვითი მეცნიერებათა აკადემიის შავი ზღვის ფილიალთან (უკრაინა) და კაჰულის ეკო-კონსულტაციის ცენტრთან ერთად (მოლდოვა), დაიწყო ახალი პროექტი „კლიმატის ცვლილების შერბილებისა და ადაპტაციის მხარდასაჭერად რეგენერაციული სოფლის მეურნეობისა და პერმაკულტურის შესახებ საუკეთესო პრაქტიკისა და ცოდნის გაცვლის მდგრადი ტრანსნაციონალური პლატფორმა“ (AGRIPERMA), შავი ზღვის აუზის პროგრამის (Interreg NEXT) მხარდაჭერით. პროექტის მიზანია ოთხი ქვეყნის სოფლის და სასოფლო-სამეურნეო თემების ცოდნის გაუმჯობესება სოფლის მეურნეობაში ეკოსისტემაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების შესახებ. ასევე, მათი ცნობიერების ამაღლება კლიმატის ცვლილების შერბილებისა და ადაპტაციის მხარდამჭერი მდგრადი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის გამოყენების შესახებ.
პროექტი დაიწყო 2025 წლის 25 დეკემბერს, პროექტის ხანგრძლივობა 18 თვეა, საერთო ბიუჯეტი 438 445.00 ევროა, საიდანაც ევროკავშირის თანა-დაფინანსება 394 600.50 ევროა.“ AGRIPERMA ხელს უწყობს ეკოლოგიურად სუფთა და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვას სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკაში შავი ზღვის რეგიონული თანამშრომლობის ქსელის შექმნით. საგანმანათლებლო მასალებისა და საუკეთესო პრაქტიკის მაგალითების შემუშავების პროცესი ორიენტირებულია e-Farm ელექტრონულ პლატფორმაზე, რომელიც პროექტის პარტნიორებს შორის თანამშრომლობის ერთ-ერთი მთავარი ერთობლივი შედეგია.
პლატფორმის გამოყენებით რეგიონული დაინტერესებული მხარეები გაეცნობიან კლიმატის ცვლილების შერბილებისა და ადაპტაციის მხარდამჭერი ეკოსისტემაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მნიშვნელობას და ჩაერთვებიან საუკეთესო პრაქტიკისა და ცოდნის ტრანსნაციონალურ გაცვლაში. ღია ელექტრონული სწავლების ინსტრუმენტები უზრუნველყოფს მომხმარებლისთვის მოსახერხებელ წვდომას მასალებსა და სახელმძღვანელოებზე რეგენერაციული სოფლის მეურნეობისა და პერმაკულტურის შესახებ წარმატებული გადაწყვეტილებების მისაღებად და დაეხმარება დაინტერესებულ მხარეებს შავიზღვისპირა თანამშრომლობის შესაძლებლობების გამოყენებაში.
AGRIPERMA ითვალისწინებს შესაძლებლობების განვითარების აქტივობებს და საპილოტე პროექტებს, რათა უზრუნველყოფილ იქნას ეკოსისტემაზე დაფუძნებული
ტექნოლოგიების გამოყენება და შავი ზღვის აუზში მდგრადი გადაწყვეტილებების შესაძლებლობების გამოყენება.
პროექტის სხვა მნიშვნელოვანი პროდუქტებია მიწის გამოყენების, ნიადაგის, სასოფლო-სამეურნეო კულტურების, მიმდინარე კლიმატის და მომავლის პროგნოზების ციფრული რუკები თითოეული ქვეყნისთვის, პერმაკულტურის მეურნეობის ოთხი მოდელის დიზაინი, კლიმატის ცვლილებისა და სოფლის მეურნეობის, ინოვაციებისა და ეკოლოგიურად სუფთა სოფლის მეურნეობისა და პერმაკულტურის მეურნეობის სამი ერთობლივად შექმნილი მოდული. განხორციელდება ოთხი საპილოტე სასოფლო-სამეურნეო პროექტი. ინგლისურ და ეროვნულ ენებზე გამოიცემა სახელმძღვანელო რეგენერაციული სოფლის მეურნეობისა და პერმაკულტურის შესახებ, რომელიც დაკავშირებული იქნება e-Farm პლატფორმასთან და რეგიონალურად იქნება პოპულარიზებული.
პროექტის განხორციელების შედეგად, მცირე და საშუალო ფერმერებს შეეძლებათ გამოიყენონ ინდივიდუალურად ადაპტირებული პერმაკულტურა, ბუნებასთან ყველაზე ახლოს მდებარე სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა, რომელიც ნაკლებ გავლენას ახდენს ბუნებაზე, ეკონომიკურად იაფია და ნაკლებად უარყოფითი ეფექტი აქვს; გამოიყენონ ინდივიდუალური გეგმა, როგორც მომავლისთვის წინასწარი მდგრადობის გეგმები.
პროექტი გააძლიერებს თავის გავლენას დაინტერესებული მხარეებისა და ექსპერტების საზოგადოებების წევრებს შორის გაცვლისა და გრძელვადიანი მხარდაჭერის მექანიზმის, ასევე ინოვაციური სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის პრაქტიკული განხორციელების მხარდაჭერის მეშვეობით.
პროექტი აგრძელებს პარტნიორებს შორის თანამშრომლობის ტრადიციას და ეფუძნება მათ გამოცდილებას, რათა შეიმუშაოს და შესთავაზოს ღია წვდომის პლატფორმები შავი ზღვის რეგიონში დაინტერესებული მხარეების ფართო სპექტრთან ეფექტური კომუნიკაციისა და ჩართულობისთვის, ფოკუსირებული იქნება სოფლის მეურნეობის ინდუსტრიის, შესაბამისი ორგანოების, თემების და გარემოსდაცვითი მართვის ინსტიტუტებისა და ექსპერტების ჩართულობაზე.



