სასწავლო ტური პოლონეთში

პოლონეთში სასწავლო ტურით იმყოფებოდნენ მაჭახელას ხეობის საინიციატივო ჯგუფის წევრები, ფერმერები და მაჭახელას ეროვნული პარკის წარმომადგენლები. ტური ორგანიზებული იყო ასოციცია „შავი ზღვის ეკო აკადემიის“ მიერ, ხოლო მასპინძლობდა პოლონური ორგანიზაცია „ეკო განვითარების ფონდი“. 

ვიზიტის მიზანი იყო პოლონეთში ეკო და აგროტურიზმის განვითარების შესახებ ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება.

კატასტროფები და მათი რისკების შემცირება

პროექტი „კატასტროფების რისკის შემცირების ინტერვენციების ინსტიტუციონალიზაცია, რეპლიკაცია და გავრცელება სამხრეთ კავკასიაში“ ხორციელდება Save the children ( გადაარჩინე ბავშვები) მიერ ევროკომისიის ფინანსური მხარდაჭერით საქართველოსა და სომხეთში. საქართველოში პარტნიორი ორგანიზაციებია ,,ბრიჯი ინოვაცია და განვითარება“ და ,,შავი ზღვის ეკო აკადემია“.

ევროკავშირის, ბრიტანეთის ელჩი, UNDP-სა და ENPARD-ის წარმომადგენლების ვიზიტი

ასოციაცია "შავი ზღვის ეკო აკადემია" UNDP-თან ერთად ახორციელებს პროექტს "სოფლის მეურნეობის განვითარება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში".
2015 წლის 17 სექტემბერს ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარჯანისში კოოპერატივ "ვარჯანისს" გადაეცა ღვინის წარმოებისათვის სასოფლო-სამეურნეო მოწყობილობები. ვიზიტისას იმყოფებოდნენ: ევროკავშირის წარმომადგენელი, ბრიტანეთის ელჩი, UNDP-სა და ENPARD-ის წარმომადგენლები.

ასოციაცია „შავი ზღვის ეკო აკადემია“ წარმოადგენს   გაეროს განვითარების პროგრამის  (UNDP)-ერთერთ პარტნიორს აჭარის რეგიონში

ასოციაცია „შავი ზღვის ეკო აკადემია“ წარმოადგენს გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP)-ერთერთ პარტნიორს აჭარის რეგიონში პროექტის - „აჭარაში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების გაძლიერება“ფარგლებში. აღნიშნული პროექტი აჭარის სოფლის მეურნეობის განვითარების ინიციატივა ევროპის სამეზობლო პროგრამის ENPARD-ის ნაწილია და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), ევროკავშირისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დაფინანსებით არის მხარდაჭერილი.

გვერდები