მედია ტური ახალ ტურისტულ ბილიკზე
2019 წლის 6 ნოემბერს ასოციაცია,, შავი ზღვის ეკო აკადემია“-ს ორგანიზებით მოეწყო საინტერესო მედია ტური ახალ ტურისტულ ბილიკზე - მახუნცეთი მაჭახელას ხეობის ,,მთავარანგელოზის მთის“ ბილიკზე და მაჭახელას ხეობაში. ტურში მონაწილეობდნენ გაზეთი ,,აჭარა“ -ს და ,,ბათუმელები“-ს ჟურნალისტები, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურ ოპერატორები, მაჭახელას ეროვნული პარკის წარმომადგენლები და ადგილობრეივი გიდები. მათ მიიღეს ინფორმაცია მაჭახელას ეროვნული პარკის ღირსშესანიშნაობების (ფლორა-ფაუნა) და ტურისტული ბილიკების შესახებ.