პრესრეალიზი: შავი ზღვის აუზის თანამშრომლობითი პროექტი კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის მხარდამჭერი მდგრადი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის ხელშეწყობის მიზნით
საქართველოს, ქალაქ ბათუმში მდებარე შავი ზღვის ეკო-აკადემიამ, შავი ზღვის არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელთან (ბულგარეთი),გარემოსდაცვითი მეცნიერებათა აკადემიის შავი ზღვის ფილიალთან (უკრაინა) და კაჰულის ეკო-კონსულტაციის ცენტრთან ერთად (მოლდოვა), დაიწყო ახალი პროექტი „კლიმატის ცვლილების შერბილებისა და ადაპტაციის მხარდასაჭერად რეგენერაციული სოფლის მეურნეობისა და პერმაკულტურის შესახებ საუკეთესო პრაქტიკისა და ცოდნის გაცვლის მდგრადი ტრანსნაციონალური პლატფორმა“ (AGRIPERMA), შავი ზღვის აუზის პროგრამის (Interreg NEXT) მხარდაჭერით.



