სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად

2018 წლის 31 აგვისტოს  პროექტის ,,სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად“, რომელსაც ახორციელებს პინი (People in Need Georgia) პარტნიორებთან: PMC კვლევით ცენტრთან, სოფლად თემთა განვითარების სააგენტოსთან (RCDA), ასოციაცია ,,ათინათთან“ და საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლად განვითარების ალიანსთან ერთად, ფარგლებში ასოციაცია შავი ზღვის ეკო აკადემია-მ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის  მერიის სააქტო დარბაზში ჩაატარა საჯარო შეხვედრა.

შეხვედრაზე მოწვეული იყო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებიდან დაინტერესებული ფერმერები და ადგილობრივი განვითარების  (LAG) ჯგუფის წევრები. მათ პრეზენტაციის სახით მიეწოდათ ინფორმაცია - შესაძლებლობები მცირე ფერმერების და კოოპერატივებისთვის, თუ რას მოუტანს  (DCFTA) ევროპასთან ხელშეკრულება ხელვაჩაურში მცხოვრებ მოსახლეობას.