პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების სამუშაო ვიზიტი

2019 წლის 29 მაისს პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ მაჭახელას ეროვნულ პარკში და მაჭახლის ხეობის სოფლებში. მათ მოინახულეს პროექტის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობები.

ასოციაცია "შავი ზღვის ეკოაკადემია" პოლონურ პარტნიორ ორგანიზაციასთან "მდგრადი ეკო განვითარების ფონდ"-თან ერთად ახორციელებს პროექტს "ტურიზმი აჭარაში - აჭარის ა.რ. რეგიონული განვითარების სტრატეგიის ელემენტების განხორციელება ტურიზმის სექტორის განვითარების მხარდაჭერისა და მაჭახელას ეროვნული პარკის მენეჯმენტის პროცესში სამოქალაქო ჩართულობის გაზრდის საშუალებით".