II საგრანტო კონკურსს სოფლებს შორის თემაზე - “ველური ბუნების დაცვა და შენარჩუნება”
ასოციაცია „შავი ზღვის ეკო აკადემია“ ეკო-კორიდორების პროგრამის ფარგლებში შუახევის და ხულოს მუნიციპალიტეტის ეკო კორიდორის მონიშნული ზონის მიმდებარე სოფლებისთვის აცხადებს II საგრანტო კონკურსს სოფლებს შორის თემაზე - “ველური ბუნების დაცვა და შენარჩუნება.”
II საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ხულოს მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: მეკეიძეები, მეხალაშვილები, ვაშაყმაძეები, ვანაძეები, საციხური, პანტნარი, ბოღაური, ირემაძეები, აგარა, ნამონასტრევი, გელაური, ძირკვაძეები, ოქრუაშვილები, უჩხო, კურცხალი, დიაკონიძეები, გუდასახო, გორგაძეები, ცეცხლაძეები, ქურდული, მერჩხეთი, ჭახაური, ტუნაძეები, ქედლები, ადაძეები, სტეფანაშვილები, შანთაძეები, ლაბაძეები, დიდაჭარა, ზედა ვაშლოვანი, ქვედა ვაშლოვანი, შურმული, სხანდარა.
II საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ შუახევის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: ახალდაბა, ტაკიძეები, ცეკვა, ცივაძეები, ცხემლისი, წყაროთა, ჭალა, ჭვანა, ზედაყანა,,ვარჯანაული, ბრილი, ინწკირვეთი, ნაღვარევი, ჟანივრი, ხაბელაშვილები, ფოთარო, ბარათაული, გომარდული, ვანი, ზემოხევი, წანკალაური, ჩანჩხალო, სხეფი, თერნალი, ნიგაზეული.
ხულოს მუნიციპალიტეტში კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა შევსებული სააპლიკაციო ფორმა უნდა მოათავსონ სპეციალურ ყუთში 23 ოქტომბრამდე 17:00 საათი შემდეგ მისამართზე: დაბა ხულო, ტბელ აბუსერიძის ქუჩა 5, ხულოს მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის შენობა ,
შუახევის მუნიციპალიტეტის კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა შევსებული სააპლიკაციო ფორმა უნდა მოათავსონ სპეციალურ ყუთში 23 ოქტომბრამდე 17:00 საათი შემდეგ მისამართზე: დაბა შუახევი, ჭავჭავაძია ქუჩა 8, კოლეჯი ,,ბლექსის“ შენობა.
კონკურსის ჩატარების ადგილი: დაბა ხულო, ხულოს პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის შენობა, შ.რუსთაველის 11.
დაბა შუახევი, ი.ჭავჭავაძის ქუჩა,N8, ხელოვნებისა და მოსწავლე ახალგაზრდობის სკოლის შენობა.
კონკურსის ჩატარების თარიღი: ხულოს მუნიციპალიტეტში - 2023 წლის 24.10.23 - 12:00 სთ.
შუახევის მუნიციპალიტეტში- 2023 წლის 25 ოქტომბერი 12:00 სთ.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანდართულ განაცხადის ფორმაში.