„ეკორეგიონული კორიდორების პროგრამა კავკასიაში
WWF-ის პროექტი „ეკორეგიონული კორიდორების პროგრამა კავკასიაში“ ფაზა II ფარგლებში ხულოს და შუახევის მუნიციპალიტეტის მიზნობრივი სოფლებისთვის ჩატარდა II საგრანტო კონკურსი თემაზე “ველური ბუნების დაცვა და შენარჩუნება”.
„ეკო კორიდორების“ პროექტი ხორციელდება WWF-ის კავკასიის პროგრამის ოფისის მიერ, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს (BMZ) ფინანსური დახმარებით, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW) მეშვეობით. პროექტის საკონსულტაციო მომსახურებას უზრუნველყოფს კომპანია ,,GOPA Consultants”-სა და „DFS“-ის კონსორციუმი.
პროექტი მიზნად ისახავს არსებული ბიომრავალფეროვნების კონსერვაციას სამხრეთ კავკასიაში ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერისა და სოციო-ეკონომიკური პირობების ამაღლების პარალელურად.