ტყე და მისი რესურსი რომ შევინარჩუნოთ…

ბრიტანული კომპანიის ,,ოქსფანბრიტანეთის” დაფინანსებით და ,,შავი ზღვის ეკოაკადემიის” ერთობლივი პროგრამით, აჭარაში ბევრი რამ კეთდება ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნებისა და ეკომდგრადი ტექნოლოგიების დანერგვის მიზნით ხულოს, შუახევის, ქედის მუნიციპალიტეტების საჯარო მოხელეებთან, სტიქიურ მოვლენებსა და ეკოპრობლემებზე მომუშავე სპეციალისტებთან ,,შავი ზღვის ეკოაკადემიის” ინიციატივით სოფლის განვითარების სააგენტომ სემინარები გამართა.

სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა როსტომ გაბისონიამ ისაუბრა ტყისა და მისი რესურსების შენარჩუნების მნიშვნელობაზე, კლიმატის ცვლილებაზე, ეკომდგრად ტექნოლოგიებზე.

- ,,შავი ზღვის ეკოაკადემიის” ორგანიზებით, უკვე რამდენიმე ტრენინგს დავესწარი, – გვითხრა გომარდულელმა შადიე კეკელიძემ – ერთი ტრენინგი კურორტ გომარდულის სამთო-სათხილამურო ბაზაზე ჩატარდა. წარსულში ბუნებაში არაზომიერმა ჩარევამ ჩვენც შეგვიქმნა საფრთხე, გომარდულის სამთო კურორტად გამოცხადების შემდეგ ტყისა და მისი რესურსების მოხმარება შეიზღუდა.