პროგრამის - ,,თემების მდგრადობის ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიაში" მონიტორინგი

2016 წლის 14 სექტემბერს, OXFAM-ის პროგრამის ,,თემების მდგრადობის ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიაში" ფარგლებში, აჭარის რეგიონში პროექტის მონიტორინგზე იმყოფებოდნენ გენერალური დირექტორატი სამოქალაქო დაცვისა და ჰუმანიტარული დახმარების პროგრამების დასავლეთ ბალკანებისა და სამხრეთ კავკასიის ოფისის წარმომადგენელი - ჯაკობო ლომბარდი, საქართველოს ოფისის წარმომადგენელი - ქეთი ლომსაძე, OXFAM-ის პროგრამის რეგიონული ხელმძღვანელი - ანა პალონკა, OXFAM-ის პარტნიორი ორგანიზაციების ,,ბრიჯი-ინოვაცია და განვითარება" -ს და ასოციაცია ,, შავი ზღვის ეკო აკადემია“-ს წარმომადგენლები.
ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა: ქედის მუნიციპალიტეტის გამგებელთან და გამგეობის წარმომადგენლებთან, სადაც ხაზი გაესვა საპრევენციო ღონისძიებების უპირატესობას ბუნებრივი რისკების შემცირების მიზნით. ასევე პროგრამის მიმდინარე ღონისძიებებთან დაკავშირებით შეხვედრები შედგა სოფელ გეგელიძეების, აბუქეთის და დიდაჭარის საინიციატივო, მოხალისე მაშველების ჯგუფის წევრებთან და მოსახლეობასთან. მათ შეხვედრაზე მადლობა გადაუხადეს ევროკომისიის წარმომადგენლებს მიმდინარე პროგრამისთვის.