ინფორმაცია კონკურსის შესახებ

ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში, გერმანიის მთავრობის (BMZ) მიერ რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KfW) მეშვეობით დაფინანსებული ეკო-კორიდორების პროექტი ხორციელდება. პროექტს ახორციელებს ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF).

პროექტი მიზნად ისახავს არსებული ბიომრავალფეროვნების კონსერვაციას სამხრეთ კავკასიაში ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერისა და სოციო-ეკონომიკური პირობების ამაღლების პარალელურად.

ამ პროექტის ფარგლებში ასოციაცია ,,შავი ზღვის ეკო აკადემია,“შუახევის და ხულოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის აცხადებს კონკურსს თემაზე „თავსგადახდენილი, დოკუმენტირებული ისტორია გარეულ ცხოველებთან დაკავშირებით“, რომელიც ჩატარდება ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში. ხულოს მუნიციპალიტეტში ჩატარდება ამა წლის 30 აგვისტოს, ხოლო შუახევის მუნიციპალიტეტში 31 აგვისტოს.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანდართულ განაცხადის ფორმებში.