ერთობლივი პროგრამების სიკეთე

ავტორი:ცოტნე ცაბაძე

ბრიტანული კომპანია ,,ოქსფამი”, ,,ევროკომისიის ჰუმანიტარული დახმარებისა და სამოქალაქო დაცვის დირექტორატი”, ,,ECHO”, ,,შავი ზღვის ეკოაკადემია” მოქალაქეთა დაცვისა და ბუნებრივი კატასტროფების რისკების შესამცირებლად ერთობლივ პროექტს ახორციელებენ

,,ოქსფამის” პროგრამის კოორდინატორი სამხრეთ კავკასიაში ლორიან გონი, ,,ECHO”-ს პროგრამის ოფიცერი ქეთევან ლომსაძე, კოორდინატორები გიორგი დათუსანი, გულნაზ სურმანიძე, მანანა ქარცივაძე აჭარის მთიანეთში იმყოფებოდნენ.

ისინი იმ პროგრამებით დაინტერესდნენ, რომლებიც უცხოურმა და ქართულმა კომპანიებმა ერთობლივად განახორციელეს.

ითქვა, რომ გაზაფხულის მოახლოებას ნალექების სიუხვე, წყალმოვარდნა თან მოჰყვება, რაც მეწყრულ პროცესებს გაახშირებს. საჭიროა წინასწარი ღონისძიებანი ადამიანთა მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად.

ეკონომიკურ სიდუხჭირეს აჭარის მთიანეთში ტყის რესურსების მაქსიმალური მოხმარება მოჰყვა. მზის გამათბობლები, რომელთა დაყენება აღნიშნულმა კომპანიებმა ერთობლივი პროექტებით დაიწყო, ბიოდანადგარები, ბუნებრივი ნარჩენების ბაზაზე დამზადებული სათბობი, სარეველა მცენარეებით გამოხდილი დიზელის საწვავი ტყის რესურსების მოხმარებას შეამცირებს.